logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: საზოგადოების დაშინების ასეთი ფორმა ტერორია!
- +

ავტორი ნინო ჯიბუტი

16 მარტი. 2016. 16:14


 

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებას „რეპორტიორთან" ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე ეხმაურება. ფოფხაძე აცხადებს, რომ ამ თემით მანიპულირება, დანაშაულის ერთამანეთზე გადაბრალება გამოძიების პროცესს აზარალებს. მისივე თქმით, ამ კადრების გავრცელება საზოგადოების დაშინების გარკვეული ფორმაა.


ამ დანაშაულში მთავარი პრობლემა იყო ამ მასალების შექმნა, გავრცელება კი ტექნიკურად ძალიან იოლია. თუმცა, არსებობს სამართლებრივი და საგამოძიებო რესურსი, რომ ამის მხილება მოხდეს. ამიტომ პოლიტიკურ გარჩევებს სჯობს, ყველა გადავერთოთ იმ პროცესზე, რომ საგამოძიებო ორგანოებმა საქმე ისე გააკეთონ, რომ ეს კონკრეტული ჯგუფი მხილებული და დასჯილი იყოს. მათი მიზანი, საჯარო თვალსაზრისით საზოგადოების დაშინებაა, რითიც საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება სურთ. ეს არის ტერორისტების პოლიტიკურად გათვლილი ფორმა. არ არის აუცილებელი, ტერორიზმი აფეთქებებთან იყოს დაკავშირებული, საზოგადოების დაშინების გარკვეული ფორმა უკვე ტერორია. ასეთი გზებით  ცდილობენ, ადამიანებს შეუქმნან ისეთი მოცემულობა, რომ საზოგადოებრივი აქტიურობა ვერ შეძლონ.

 

დავანებოთ ამ .. „გარჩევებს" თავი, ვინ უფრო მეტად არის ამ დანაშაულში პასუხისმგებელი? ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ამ კადრების მეშვეობით საზოგადოებაში არეულობების შემოტანა იყო. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, საზოგადოება რაღაცნაირად დავიცვათ ამ ყველაფრისგან.

 

მთავარია, ხალხი პანიკაში არ ჩავარდეს, თუ ასე მოხდა .ი. ტერორისტების მიზანი მიღწეულია. მეორე მხრივ, ერთმანეთს დამნაშავეების დაჭერაში უნდა დავეხმაროთ.

 

ამ თემას მხოლოდ პოლიტიკური ჭრილში თუ გადავიტანთ და პოლიტიკური დებატების საგნად ვაქცევთ, რასაცნაციონალები" აკეთებენ და არასწორად აკეთებენ,  როდესაც ამბობენ, რომ მერე რა, რომ მე გადავიღე? რას ნიშნავსმერე რა, რომ შენ გადაიღე"? ეს რა არგუმენტია? რომ გადაიღე, სწორედ ამით დაიწყო ყველაფერი, სწორედ აქ არის ამ დანაშაულის სათავე. სწორედნაციონალების" დროს შეიქმნა პირადი ცხოვების ამსახველი ვიდეომასალები უზარმაზარი მოცულობით და ეს იყო ამ საშინელი დანაშაულის სათავე. თუმცა, ახლა ერთმანეთზე თითის გაშვერის მაგივრად უნდა მოხდეს პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, რათა საზოგადოება დავიცვათ. ამ თემით მანიპულაციები ავტომატურად აზარალებს საჯარო ინტერესს, რომ დანაშაული იყოს აღმოფხვრილი", - აცხადებს ფოფხაძე.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner