შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი, როგორც პოლიტიკოსის დღეები დათვლილია.
„ნახავთ, ამ არჩევნების შემდეგ გახმაურებული საქმეებიც გაიხსნება და სულ სხვა ვითარება იქნება.
დღე-დღეზე ველოდები, როდის გამოაბუნძულებენ სააკაშვილს ოდესიდან, რომ მისი ეტაპირება მოხდეს! ყველა მისი თანამოაზრე თანამდებობებიდან პანჩურის კვრით გამოყარეს. სააკაშვილი დღეს ზეროა, ზე-რო! როგორ ფიქრობთ, ევროპის საბჭომ არჩევნებამდე სამი დღით ადრე სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მხარდაჭერა შემთხვევით გამოუცხადა საქართველოს? ევროპის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკოსის დღეები დათვლილია. თუკი ახლა ნაციონალები კიდევ ფაფხურობენ, არჩევნების შემდეგ საერთოდ განულდებიან, გაქრებიან! დასავლეთი მალე მიაფურთხებს და იტყვის - შეყარეთ საკნებში, მაგათი დედაცო...
კიდევ ერთხელ ვამბობ, წესია ასეთი - როდესაც აგენტები საჭირო აღარ არიან, თავიანთ ადგილს მიუჩენენ ხოლმე. ნახმარ და გამოყენებულ ნივთს სადაც მოსვრიან, თქვენ თვითონ მიხვდით", - აცხადებს კახა თარგამაძე.