logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: კარგია, თუ „ნაციონალები“ ცნობენ შედეგს და შემოვლენ პარლამენტში
- +

12 ოქტომბერი. 2016. 20:17



ნაციონალურმა მოძრაობამ" უნდა აღიაროს დამკვირვებლების კომპეტენტური, კვალიფიციური დასკვნები", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი, მანანა კობახიძე აცხადებს.


მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს ძალიან მაღალი შეფასება მიეცა.


ძალიან კარგია, თუ ისინი ცნობენ ამ შედეგს, შემოვლენ პარლამენტში და მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში. ეს ნორმალური პროცესია - პარტიაში თუ ჰქონდათ განსხვავებული მოსაზრებები, ესეც მათი შიდასაქმეა. ფაქტია, რომ ქვეყანაში ჩატარდა დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნები და პარლამენტი არის წარმოადგენილი იმგვარად, როგორი არჩევანიც გააკეთა საზოგადოებამ", - განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner