logo_geo
eng_logo
სასადილო-ორხევი-ხევსურთსოფელის საავტომობილო გზის შეკეთება დასრულდა
- +

12 ოქტომბერი. 2016. 20:21



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სასადილო-ორხევი-ხევსურთოსფელის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.


სამინისტროს ცნობით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფელ დოლაურებში იწყება და ხევსურთსოფელში მთავრდება.


აღნიშნული მონაკვეთი ამორტიზებული იყო და ვერ უზრუნველყოფდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.


პერიოდული შეკეთების პროექტის ფარგლებში, მთლიანად აღდგა ასფალტ-ბეტონის საფარი, შეკეთდა ხელოვნური ნაგებობები; მოეწყო ბეტონის კიუვეტები, გზის გვერდულები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნი და საგზაო ნიშნები.


პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 1 980 400 ლარი შეადგინა.


შეკეთებული საავტომობილო მონაკვეთი საავტომობილო გზების დეპარატმენტის თავმჯდომარის მოადგილემ გივი ჩოჩიამ მოინახულა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner