logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: არავინ დაგვპირებია, რომ არჩევნებიდან 1 წელიწადში გავწვებოდით მწვანე ბალახზე და ვიქნებოდით ბედნიერები
- +

16 მარტი. 2016. 16:24



რეჟისორი ქეთი დოლიძე ფარული ჩანაწერების საქმეში დამნაშავე პირების გამოვლენისა და დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც მან „იბერიის" ეთერში განაცხადა, პროცესების უკან, რომელიც არეულობას ისახავს მიზნად, წინა ხელისუფლება დგას.


„დარწმუნებული ხართ, რომ ნაციონალებმა ფარული ჩანაწერების ასლები არ დაიტოვეს? ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს და დასაჯოს ყველა პირი, ყველა ის დამნაშავე, ვინც 9 წელი ამ უმსგავსობაზე აწერდა ხელს. დღესაც ისინი არიან ყველგან, დღესაც ისინი მართავენ ბევრ პროცესს ქვევიდან, შიგნიდან, გარედან, უკრაინიდან, რუსეთიდან თუ აშშ-დან", - განაცხადა დოლიძემ.


მისი თქმით, სამართლიანობის აღდგენას და დამნაშავეების დასჯას დრო სჭირდება და არავინ დაჰპირებია საზოგადოებას, რომ ხელისუფლების შეცვლის დღიდან 1 წლის თავზე სამართლიანობას აღადგენდა.


„აუცილებლად აგებენ პასუხს და გამომზეურდება ყველაფერი. ჩვენ არავინ დაგვპირებია, რომ არჩევნებიდან 1 წელიწადში გავწვებოდით მწვანე ბალახზე და ვიქნებოდით ბედნიერები. არავინ არ დაგვპირებია ამას. ყველაფერს უნდა დრო", - განაცხადა დოლიძემ.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner