logo_geo
eng_logo
გუდაურის განვითარების გეგმის ფარგლებში 23 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება
- +

12 ოქტომბერი. 2016. 20:25



გუდაურის განვითარების გეგმა:


განვითარების გეგმის ფარგლებში შენდება საბაგიროები, სათხილამურო გზები, ავტოსადგომი, გასართობი და კვების ობიექტები, სანიაღვრე სისტემა და სხვა, კურორტისთვის საჭირო ობიექტები.


გუდაურში განხორციელდა ხელოვნური გათოვლიანების პროექტი. შედეგად, სათხილამურო სეზონი 5 თვემდე გაიზარდა. გათოვლიანების მე-2 ფაზის განხორციელება დაიწყება 2017 წელს.


2016 წელს 3 საბაგიროს მშენებლობა მიმდინარეობს.


განვითარების გეგმის პირველი ეტაპი მოიცავს 2400-მეტრიანი, 6-კაციანი ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს მშენებლობას და ორ საჩოჩიალოს.


კანადურმა კომპანია „ეკოსაინ"-მა შეიმუშავა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საბაგიროს მშენებლობას ახორციელებს "Black sea Group," კურორტზე კი მონტაჟდება მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr"-ის საბაგირო.


2011-2012 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით 2015-2016 წლები.


საგრძნობლად პროგრესირებს - ვიზიტორების რაოდენობა 127%-ით არის გაზრდილი, ხოლო მრავალჯერადი ბილეთების გაყიდვის რაოდენობა 311%-ით.


აღსანიშნავია, რომ მრავალჯერადი ბილეთების მომხმარებლები ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან.


კურორტის ისტორიაში გუდაურში პირველად იქნება საკმარისი წყლის დებეტი.


ახალ გუდაურში კომპანია „რედკოს" მიერ დასრულებულია და ოპერირებს 3 აპარტოტელი, რამოდენიმე რესტორანი და სპა ცენტრი. ამასთან, 2016-2017 ზამთრის სეზონისთვის დასრულდება კიდევ ერთი აპარტოტელი, 2016 წლის ოქტომბერში "Redco"-ს და "Carlson Rezidor"-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, 2016 წლის ნოემბერში დაიწყება "Radisson Blu"-ის ბრენდის კომპლექსის მშენებლობა, რომელიც 200 ნომრიან სასტუმროს და 400 ნომრიან აპარტამენტების ბლოკს მოიცავს. „Redco" კომპლექსის დასრულებას 2017-2018 წლს ზამთრის სეზონისთვის გეგმავს.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner