წელს აჭარაში 55-60 ათას ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელიან. საექსპორტო მანდარინს სეზონზე დაამზადებს 40-მდე ციტრუსის მიმღები დამხარისხებელი საწარმო, რომელთა ჯამური სიმძლავრე 30 000 ტონას აღმატება.
საქართველოს მთავრობა ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებით, აქტიურად მუშაობს. ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში რუსეთის, უკრაინის, ბელორუსის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პარალელურად, წელს პირველად მოხვდა ბალტიისპირეთის ქვეყნებიც.
სუბსიდიასთან დაკავშირებით მთავრობის მიდგომა ჯერჯერობით უცნობია. დეტალები ნოემბრის ბოლოს გაირკვევა.