ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს:
„მე მიყვარს ჩემი, კეთილი, ტერმინატორი!
"ნაცები" მარტივ მამრავლებად დაშალა!
"რესპები" 3%-დან 1%-მდე ჩამოაქვეითა!
"ეროვნული ფორუმი" საბოლოოდ დასცა, - დაეცა!
"თავისუფალი დემოკრატები" ნაკუწებად იქცნენ, ბრძოლის ველიდან, პირველი "მხედართმთავარი" გაიქცა!
მსოფლიო ბანი გაფარჩაკდა და ბოლოს, - პრუწუნი დაიწყო!
"გირჩი" პრუწუნს გაექცა და კვლავ არარაობად დარჩა!
"ნერგი" კი, ბანსა და პრუწუნს შორის, მუდამ "მესამე" იყო და კვლავ მესამედ დარჩა... ის ახლა, საეჭვოდ მშვიდი და ბედნიერია!
სირთამზემ კი, ზღვა ვერ გადმოლახა, ის გადარეცხა ზღვამ,- მითი და ლეგენდა საბოლოოდ დაიმსხვრა, მიშა საბოლოოდ დამთავრდა!
აბა, ამ მცირე დროში, ამდენი არარაობის განადგურების შემდეგ, როგორ არ უნდა მიყვარდეს, ეს - კეთილი ტერმინატორი?", - წერს ლიპარტელიანი.