logo_geo
eng_logo
ზაზა გაბედავა: გიორგი ბარამიძევ! პირველ რიგში, ბოდიში ზვიად გამსახურდიას უნდა მოუხადო!
- +

12 ოქტომბერი. 2016. 23:38



„იბერიულ-კავკასიური მოძრაობის" მოსკოვის გამგეობის თავმჯდომარე ზაზა გაბედავა  „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომამადგენელმა „რეპორტიორთან" საუბრისას წლების წინ გააკეთა.


ბარამიძის განცხადება, რომელიც ახლახანს კვლავ გავრცელდა სოციალურ ქსელში, ეხებოდა 2011 წლის 26 მაისს, სადაც პარლამენტარი ამბობდა, რომ ამ დღეს დაზარალებულ პირებს ყველამ ბოდიში უნდა მოუხადოს.


რაც შეეხება ზაზა გაბედავას მიმართვას ბარამიძის მისამართით, მისი თქმით, „ბოდიში საქმეს ვერ უშველის".


გიორგი ბარამიძევ! ბოდიში საქმეს ვერ უშველის! შენ უნდა აგო პასუხი ქართველი ერის წინაშე, აქ მოსკოვში რომ შემხვდი ზურაბ წერეთელის აკადემიაში, 26 მაისს, რა საუბარიც გვქონდა, ყველაფერს მოვახსენებ ქართველ ერს,- ფულის სამათხოვროდ რომ იყავი ჩამოსული...  მაგრამ ყველამ იცოდა, რომ შენ ცარიელი ადგილი იყავი, არაკაცი, საქართველოს მტერი! დიახ, პირველ რიგში, ბოდიში ზვიად გამსახურდიას უნდა მოუხადო შეიარაღებულ გადატრიალებაში მონაწილეობისათვის  და მერე თავი უნდა მოიკლა, თუ გყოფნის ვაჟკაცობა! მაგრამ, არა მგონია...", - აცხადებს გაბედავა.


„ყველა იმ ადამიანს, ვინც იქ იმყოფებოდა ჟურნალისტია თუ არაჟურნალისტი,  პოლიცია წინააღმდეგობას არ უწევდა, კანონს არ არღვევდა,  მაგრამ ვინც იქ დაზარალდა,  ვანო მერაბიშვილმა კი არა, ყველა ჩვენთაგანმა უნდა მოუხადოს ბოდიში.

 

ძალის გადამეტებას ადგილი აღნიშნულ დარბევაში ჰქონდა და რამდენიმე პოლიციელი დაისაჯა, თუმცა რამდენად ადეკვატურად და სწორად დაისაჯა, ეს სხვა საქმეა. მაგრამ ძალის გადამეტებას რომ ჰქონდა ადგილი, ეს მაშინაც ითქვა."- განაცხადა გიორგი ბარამიძემ „რეპორტიორთან" საუბარში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner