ფარული ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმის პროკურორი ლაშა კოტრიკაძე აცხადებს, რომ ბრალდებულ ირაკლი ფხალაძის სახლის ჩხრეკის შედეგად ფარული ჩანაწერები ამოიღეს.
პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ზურაბ ჯამალაშვილთან მიმართებაში დასტურდება ამ ჩანაწერების ფლობა, თუმცა, არა დაკავების მომენტში. ლაშა კოტრიკაძე განმარტავს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ლეპტოპი და სხვა ნივთები ექსპერტიზაზეა გადაცემული.
პროკურორი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბრალდებულთაგან არცერთის მხრიდან არ იკვეთება ბრალეულობა ვიდეომასალების ატვირთვასთან დაკავშირებით.
ფარული ვიდეოჩანაწების შენახვა-გავრცელების საქმეზე, ბრალდებულებს ირაკლი ფხალაძეს და ზურაბ ჯამალაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.