logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: 13 ოქტომბერი... ავადსახსენებელი დღე... შენი წასვლა იქნებოდა, მერაბ?
- +

13 ოქტომბერი. 2016. 00:39



ჟურნალისტ ირაკლი შონიას facebook-სტატუსი მერაბ კოსტავას შესახებ:


„13 ოქტომბერი... ავადსახსენებელი დღე... შენი წასვლა იქნებოდა, მერაბ? მაგრამ შენნაირ ადამიანებს ხომ საკუთარი თავი და საკუთარი სიცოცხლე აღარ გეკუთვნით....წახვედი ეროვნული მოძრაობის აღმავლობის და გამარჯვების გზაზე, იქნებ ასეც სჯობდა, იმ საქართველოს, სადაც შენი სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანები მხოლოდ სომატური ცხოვრებით იცხოვრობდნენ... მრავალი წელი გავიდა, ჩემთვის ყოველთვის დარჩები დაუვიწყარ პიროვნებად და ის "შინდისფერი ეპოქა" გაუხუნარია ჩემთვის, რა დროც არ უნდა გავიდეს... გეხმიანები იმ სიტყვებით, რომელიც ზვიადმა გითხრა გამომშვიდობებისას უკანასკნელ გზაზე, მთაწმინდაზე: საუკუნოდ იყოს, ძმაო, ხსენება შენი! შენი ერი შენთან არის, შენ მიერ გაღვიძებული ივერი შენთან არის, ძმაო, დიდი ილიას გვერდით დამკვიდრებულო!", - წერს შონია.

 

ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner