ავტორი სოფო ხუგოიანი
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც ფარულ მიყურადებასა და ვიდეო თვალთვალს ეხება.
პირადი თავისუფლების აქტი - ენმ-ის საკანონმდებლო ინიციატივა 4 პუნქტისგან შედგება. მასში ნათქვამია, რომ უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მოხდეს ფარული მიყურადების და მოსმენების ინსტიტუტის რეფორმირება, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმები და გაძლიერდეს სამოქალაქო კონტროლი.
„ნაციონალური მოძრაობის" ამ ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია გამოეხმაურა. „რეპორტიორთან" საუბრისას მან თქვა, რომ ნაციონალებზე მათთვის სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარში შეუძლიათ ნახონ.
„ძალიან „ჭკვიანურად" არის მოფიქრებული. რომელმა „გენიოსმა" მოიფიქრა, რომ უსაფრთხოების სამსახური უნდა გაუქმდეს? ამის შემდეგ სხვა რაღაცეებსაც მივაყოლებთ და ეს გამოიწვევს მათ ტრიუმფალურ დაბრუნებას ხელისუფლებაში. მათთვის სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარში შეუძლიათ ნახონ", - ამბობს ქანთარია.