„სასამართლო პროცესი, ალბათ, არც ისე ბევრი გინახავთ, არც მე და არც თქვენ, სადაც დამნაშავე იტყვის: ჩემი ბრალია, რომ დამიჭირეს და არა სხვისიო. ანალოგიური მექანიზმი მუშაობს აქაც, ვიღაცამ წააგო, ვიღაცამ მოიგო", - ამის შესახებ ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთ"ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
„წაგებულებს სამართლიანობის გრძნობა უფრო მძაფრი უნდა ჰქონდეთ, რომ თქვან, მე წავაგეო. ასეთი აღმოჩნდა ქართული პოლიტიკური სპექტრში რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომლებმაც ევროპული სტანდარტით მისცეს რეაქცია არჩევნების შედეგებს. მოსახლეობაში არ არის ის განცდა, რომ არჩევნები გაყალბდა. მოსახლეობაში იმაზე უფრო დიდი რეაქცია იყო, თუ რატომ აქვს ასეთი მაღალი მაჩვენებელი „ნაციონალურ მოძრაობას" და არა სახელისუფლებო პარტიას. არც უჩვენებია სახლისუფლებო პარტიას მაღალი შედეგი, 50%-მდეც ვერ მივიდა. მაღალი შედეგი იქნებოდა 80-90%. ეს შედეგი რომ ეჩვენებინა, მაშინ გაჩნდებოდა ეს პროტესტი. შედეგებმა ის სურათი ასახა, რომელიც ქართველ ამომრჩეველს აქვს.
რაც შეეხება იმ პროცესს, რაც „თავისუფალ დემოკრატებსა" და ბურჭულაძის გუნდში ხდება, საყვარელიძის აზრით, გადაწყვეტა მრავალნაირი შეიძლოება იყოს.
„პაატა ბურჭულაძის გუნდში ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ, ფიქრი მინდა და გავერიდები ცოტა ხნით პოლიტიკასო. ჩვენ ადრეც გვახსოვს ანალოგიური შემთვევები, იგივე მემარჯვენეების გამოკვეთილი ლიდერი, დავით გამყრელიძე, რომლემაც საერთოდ მიატოვა პოლიტიკა და წავიდა. ადამიანები თავიანთ ბედს ხან წყვეტენ და ხან ფიქრობენ და ამ გადაწყვეტილების მიღებამდე არ უნდათ პოლიტიკური აქტივობა, რადგან პოლიტიკაში დარჩენა ნიშნავს მუდმივ საჯარო ფიგურად ყოფნასა და საზოგადოებისთვის იმის მუდმივად გაზიარებას, თუ რას აპირებს და რას გეგმავს. ხოლო რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას", პარტიას ეწყება თან მძიმე, მტკივნეული და თან ჯანსღი პროცესი. გზა გამოჯანმრთელებისკენ ყოველთვის იოლი და სასიამოვნო არაა. პარტიაში თუ დაფიქრდებიან, რომ სწორად მათშია მათთვის შედარებით მარცხის მიზეზი, ალბათ, მივლენ იმ დასკვნამდე, რომ მათი რიტორიკა, მათი აგრესიულობა შეცდომაა.
საპარლამენტო გზას თუ აითვისებენ და უფრო რაცინალურები გახდებიან გინდ კრიტიკაში და გინდ ზოგიერთ პოლიტიკურ ინიციატივაში, მაშინ შეინარჩუნებენ სიცოცხლისუნარიანობას პოლიტიკაში. აი, ეს ალტერნატივაა, გააგრძელონ ძველებური თუ გამოიმუშავონ ახალი. ეს კონცეპტუალური, სტილისტური განახლების პროცესია მტკივნეული, რადგან საკუთარი თავის ღალატი ყველა ადამიანს უჭირს და პოლიტიკურ პარტიებასაც მათ შორის. ასეა. მხოლოდ ნაციონალებმა კი არა, ეს ღალატი ამ ეტაპზე ბევრი პარტიისთვის არის აუცილებელი! იმ პარტიებმაც უნდა უღალატონ საკუთარ თავს, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი. "ქართულმა ოცნებამ", რომელიც გამარჯვებულის როლშია, სასურველია, გადახედოს თავის თავს. იმიტომ რომ ეს არც ისე მყარი გამარჯვებაა. თუკი ნაციონალურმა მოძრაობამ ის საფრთხობელას იმიჯი მოიხსნა და ნორმალურ პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბდა, მაშინ ძალიან გაუჭირდება "ქართულ ოცნებას" იმავე ხერხის გამოყენება. „ქართულმა ოცნებამ" ეს გაითვალა, რომ „ნაციონლური მოძრაობა" შეხტებოდა საფრთხობელას რელსებზე და ამაზე ააგო თავისი კამპანია. ეს საკმოდ ჭკვიანური პოლიტიკური კურსი იყო „ოცნების" მხრიდან. ამ შემთხვევაში ნაციონალებმა გაუმყარეს ეს ხერხი "ქართულ ოცნებას" და "ოცნება" რასაც ამბობდა და არ ამბობდა, ესენი იმაზე უფრო მეტად სახიფათონი აღმოჩნდნენ. რევოლუციური სცენარი რომ რეალური იყო, ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, როცა პარტია გაიყო ორად?! ნაციონალები პარლამენტში თუ არ შევიდნენ, ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ისინი რევოლუციისა და ქუჩის აქციების გზას დაადგებიან.", - დასძენს საყვარელიძე და კითხვას - „ანუ სააკაშვილი და მისი ფრთაა ამ რადიკალური გზის მომხრე?", - პასუხობს:
„რა თქმა უნდა! თუ რადიკალური გადატრიალება მოხდა, ხომ კარგი, თუ ვერ მოახერხეს, ივანიშვილს დააბრალებს, დიქტატორიაო და აუტეხს მთელ დასავლეთში ხმაურს. თუ მოვლენები მშვიდობიანი გზით განვითარდა ანუ შევიდნენ პარლამენტში, მაშინ სააკაშვილს ოთხი წლით გადაევადება საკითხის გარკვევა. თუ ოთხი წლის მერეც ვერ გაიმარჯვეს ნაციონალებმა, საერთოდ იქნება ძებნილი მთელი მომავალი დროის განმავლობაში. აქ სააკაშვილის ინტერესი მუშაობს, მეტი სხვა არავისი რევოლუციურ სცენარში არ არის. ნაციონალებიდან პარლამენტში მოხვედრა ბევრს უნდა. სააკაშვილის მისამართით უკვე მძაფრი განცხადებები იმის. როგორც არ უნდა გადაწყდეს საკითხი, ეს ჯგუფი უკვე გამოყოფილია. მე მაინც მგონია, რომ ნაციონალური ლოგიკით ისინი პარლამენტში უნდა შევიდნენ. თუ ემოციურ ლოგიკას აირჩევენ, მაშინ დაიჭირონ ქვები და ყველა მიმართულებით ისროლონ."