„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ეკა ხერხეულიძე ჟურნალისტს ინგა გრიგოლიას მიმართავს:
„პარტიაში სააკაშვილის მოწინააღმდეგეები უფრო მეტნი აღმოჩნდნენ, ვიდრე მომხრეები" - რაკი 16 სთ იგივეს გამეორებას აპირებთ, თავს მოვალედ ვთვლი, ეს მცირე განმარტება მოგცეთ - იმას, რასაც თქვენი სარედაქციო პოლიტიკა პარტიას ეძახის, პარტიის პოლიტსაბჭო ჰქვია. ამ ორგანოში პარტიის წევრებიდან 60 წევრი შედის. შემავალ წევრთა უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება და როგორც ერთიანი გუნდისთვისაა დამახასიათებელი, ემორჩილება ყველა სხვა დანარჩენი. რასაც ახლა ტირაჟირებთ, არის სიცრუე. სად დადგა ასე საკითხი, ან როდის გამოკითხეთ პარტიის წევრებს უარს ამბობენ თუ არა პარტიის ლიდერზე? ან აზრთა სხვადასხვაობა როგორი მწვავეც არ უნდა მოგეჩვენოთ, რატომ გგონიათ აპოკალიფსი? მაყურებელს ატყუებთ?", - მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას.
საპარლამენტო უმრავლესობის აბსურდულ ბრალდებებს ინგა გრიგოლიამ შემდეგი პასუხი გასცა:
„რა უცნაური პოსტი დაგიწერია. რა სიცრუე, რა ტყუილი. რას მწერ. ძალიან გამაკვირვე და არ ვაპირებ აქ ვამტკიცო, რომ ძალიან არასამართლიანად დამადანაშაულე ტყუილის ტირაჟირებაში. მე მოვყევი ამბავი, რომ იყო განსხვავებული პოზიციები და მათ შორის, გადაწყვეტილების საპირისპირო მოსაზრება ჰქონდა სააკაშვილს, მეტი არაფერი მითქვამს... ე ტყუილი არ მითქვამს და ეს ორდღიანი ბატალიები მეტყველებდა პარტიის შიდა წინააღმდეგობებზე. როგორ გამაოცე", - მიმართა გრიგოლიამ ხერხეულიძეს.