„ქართული ოცნების" წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ვარაუდობს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დიდი ალბათობით საკუთარი გუნდი პარტიიდან გარიცხავს.
„გარწმუნებთ, მომავალ წელს, მესამედ დავამარცხებთ და მიხეილ სააკაშვილს პარტიიდან საერთოდ გარიცხავენ. ხვდებიან, რომ ეს ტვირთია, ძირავთ. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ჩერგოლეიშვილის გამონათქვამი სწორია, რადგან არ უნდა ბაქიბუქობდე, როცა თავი არ გაქვს რაღაცის", - აღნიშნა ქუცნაშვილმა „ტვ პირველის" ეთერში.