„ამომრჩეველმა ნაციონალებს ტორტის ერთი ნაწილი მოუჭრა, მართალია - დაუმსახურებლად, მაგრამ მაინც", - ამის შესახებ ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი facebook_ზე წერს.
„და ახლა, როდესაც რესპუბლიკელი ბ. ლევანი, თავისუფალი დემოკრატი გ. ნინო და ახალი მემარჯვენე ნ. მანანა თავის ამომრჩველს მოუწოდებენ, რომ მეორე ტურში ნაციონალებს დაუჭირონ მხარი, რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს ამას? მათ მხოლოდ ერთი მიზანი ამოძრავებთ - მოციცქნონ ტორტი ნებისმიერ ფასად და არ აქვს მნიშვნელობა, ვის სუფრას მიუსხდებიან, ვისი ნასუფრალით გაივსებენ პოლიტიკურ კუჭებს.
და ამ ადამიანებს ჰქვიათ პროდასავლელები? რაც პარტიულად ჰქვიათ, ისიც არ უნდა ერქვათ - არანაირი რესპუბლიკელები, დემოკრატები და მემარჯვენეები ისინი არ არიან.
მართალი იყო მურტალო - ყველა თვითონ იკლავს თავსო...
"სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა..."
გადავიკითხოთ ბუმბერაზი კლასიკოსები!!!", - წერს იაკობაშვილი.