logo_geo
eng_logo
ირინა სარიშვილი: ჩემს თვალწინ მოკლული გია!!!
- +

13 ოქტომბერი. 2016. 05:38



პარტია „იმედის" ლიდერი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:


გივი თარგამაძის კვალდაკვალ ზოგიერთები რომ ჩემი გადარჩენის დეტალებს არჩევთ 1994 წლის 3 დეკემბრის ტერაქტში!!!

 

ნასროლი უამრავი ცენტრდაკარგული ტყვიიდან ორი გულთან გაჩერებული, აქედან ერთი იმდენად ახლოს, რომ ისევ იქაა და ვერ ამოიღეს; მესამე - ლიფის პლასტმასის რგოლზე ასხლეტილი (ვინც ცენტრდაკარგული ტყვიის ხასიათი იცის, მიხვდება რას ვამბობ); მეოთხე - ხელის ტყვიამფრქვევიდან ნასროლი ტყვია მარცხენა თეძოს ქვემოთ და გაგლეჯილი - ტყვია რომელმაც მუცელში გაიარა! მანქანის კარიდან ტყვიას შეყოლილი ნამსხვრევები, რომელიც ასევე ორგანიზმში მაქვს!

 

თეთრი ფერის ფართოსახელოებიან პალტოს სახელოებზე, რომელიც მეცვა, უამრავი ტყვია მოხვედრილი - სავარაუდოდ თეთრი სილუეტის მიმართულებით ნასროლი... ბოლო ხარისხის შოკი!!! დიდი რაოდენობით დაკარგული სისხლი! გადასხმა დამჭირდა! ჩემზე გადაფარებული მერაბ ბარამია ზურგიდან დაცხრილული! ჩემს თვალწინ მოკლული გია!!!

 

და ბოლოს თემურ ხაჩიშვილის სატელეფონო საუბარი ჯაბა იოსელიანთან: სარიშვილი მგონი გადარჩაო და ჯაბა იოსელიანის პასუხი: აუ ეს რა ქენით, ეხლა მაგის ჭიჭყინს რა გაუძლებსო!

 

ვინც ამაზე ჭორაობთ და იგესლებით, ნაცნობი, უცნობი, "მეგობარი", მტერი!!! წყევლა რომ შემეძლოს, გეტყოდით ამაზე ნაკლები არაფერი გენახოთთქო მაგრამ...", - წერს სარიშვილი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner