ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა უკიდურესად უთანასწორო და უსამართლო ბრძოლა იქნება.
სააკაშვილი მოხარულია, რომ „ძალიან ბევრ ადგილობრივ ორგანიზაციას და კანდიდატს არ გაუქრა სურვილი მეორე ტურში მონაწილეობის".
„ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ხელების ჩამოშვებას არავინ აპირებს და ეს უკვე თავისთავად გამარჯვებაა. მე ვრჩები ჩემს აზრზე, რომ ეს იქნება უკიდურესად უთანასწორო და უსამართლო ბრძოლა და ამიტომ, ახლა მთავარია, მის უკეთესად მოსამზადებლად, მეორე ტურამდე მაქსიმალურად ბევრი მასალა დავდოთ გაყალბებისა და მანიპულაციის, რათა ჩვენც ბევრად უკეთესად შევხვდეთ ამ ხრიკებს.
ძალიან ბევრი კონკრეტული ფაქტი გამოავლინა აჭარის ორგანიზაციამ. მინდა ვთხოვო ყველა სხვა ორგანიზაციას, გააძლიერონ მუშაობა. ეს არამარტო ამ არჩევნებისთვის, არამედ უახლოესი მომავლისთვის იქნება ჩვენი იარაღი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებით საქართველოში დასადგურებულ უსამართლობასთან ბრძოლა შეუწყვეტელ ხასიათს მიიღებს და განსხვავებით 2012 წლის შემდგომი პერიოდისა, პასიური აღარავინ იქნება და ეს აქტიურობა ყოველ დღე მოიმატებს", - წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი.