logo_geo
eng_logo
ვიქტორ დოლიძე კარასინზე: ეს არის სრულიად ცინიკური განცხადება!
- +

16 მარტი. 2016. 16:46



„თავისუფალი დემოკრატების" წევრი ვიქტორ დოლიძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას ეხმაურება:


„ეს არის სრულიად ცინიკური განცხადება. მიუხედავად იმისა, შეეგუება თუ არა კარასინი და რუსეთის უმაღლესი ხელისუფლება გარდაუვალ რეალობას, საქართველო მაინც გააგრძელებს გზას თავისუფლების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ეს არის ის, რისკენაც ისწრაფვოდა წინა ხელისუფლება, ისწრაფვის ამჟამინდელი ხელისუფლება. ის, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს იმ აგრესიის წინააღმდეგ, რასაც რუსეთი დღესდღეობით აწარმოებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.



იხილეთ კარასინის განცხადება:


http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=2671






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner