logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: მალე თბილისში იაპონური ბაღი გვექნება...
- +

13 ოქტომბერი. 2016. 11:10


 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ამბობს, რომ მალე თბილისში ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე იაპონური ბაღი გაშენდება:


 

„მალე თბილისში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, იაპონური ბაღი გვექნება - საქართველოსავით პატარა, ლამაზი, საინტერესო... სამუშაოებს აწარმოებს მთელ მსოფლიოში ამ ბაღების გამშენებელი ფირმა „კოსუგი".

 

ახლა, თბილისში ამ ფირმის პრეზიდენტის ძმა და ძმისშვილი სემნუ და მიკიო კოსუგები თვითონ ეზიდებიან სამშენებლო მასალებს და თავისი ხელით ასრულებენ სამუშაოებს. პროექტის მენეჯერია გერმანელი ანდრეს ჰამატჩერი, რომელიც იაპონიაში იაპონელებს იაპონური ბაღების ხელოვნებას ასწავლის.

 

თბილისური იაპონური ბაღის მშენებლობა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ინიციატივით კეთდება, რომელმაც მოიპოვა გრანტი და იაპონიის მთავრობის მხარდაჭერა. ვფიქრობ, კარგი სანახაობა გველოდება!!! დღეს მეც მოხალისე „კოსუგელი" ვიყავი და იქაური ქუდი დავიხურე.

 

გაზაფხულს გადარეული ველოდები - თბილისში საკურები აყვავდებიან!!!" - წერს ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner