logo_geo
eng_logo
გიორგი ფოფხაძე: ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გავხადოთ ფუნიკულიორი და საბაგიროები
- +

13 ოქტომბერი. 2016. 11:19


 



ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე კუს ტბის საბაგიროს აღდგენასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„საფრანგეთში, პიკარდიის რეგიონში არის ძალიან ლამაზი ქალაქი სახელად ლანი (Laon). ჰოდა, ამ ქალაქის სიმბოლო მისი ფუნიკულიორია, ქვემო და ზემო ქალაქის შემაერთებელი ტრამვაის პატარა ვაგონი... რატომ ვამბობ ახლა მე ამას, ახლა ვნახე ინფორმაცია, რომ კუს ტბის საბაგირო აღუდგენიათ... (რაც მე ბავშვობაში ამ საბაგიროთ ასვლა-ჩამოსვლა მიყვარდა)... ძვირფასო მთავრობა, კარგია და სასიქადულო ეს ამბავი და ერთი იდეა მაქვს, იქნებ ჩვენი დედაქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათიც გავხადოთ ჩვენი ფუნიკულიორი და ასეთი ლამაზი საბაგიროები?" - წერს გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner