„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმიანება და აქვე „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართავს:
„რა რაო? გაყალბდაო? ვერ ხვდებით, რომ ქვეყნის არევა და დესტაბილიზაცია მხოლოდ თქვენს ინტერესებშია, ნაცებო. არც ქართველ ხალხს აწყობს და არც საერთაშორისო საზოგადოებას... მშვიდი ცხოვრება და სწრაფი განვითარება გვინდა!" - წერს დაჩი ცაგურია.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ადასტურებს, რომ ქვეყანა რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია.