logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: ქვეყნის არევა და დესტაბილიზაცია მხოლოდ თქვენს ინტერესებშია, ნაცებო!
- +

13 ოქტომბერი. 2016. 11:50



 

„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმიანება და აქვე „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მიმართავს:


„რა რაო? გაყალბდაო? ვერ ხვდებით, რომ ქვეყნის არევა და დესტაბილიზაცია მხოლოდ თქვენს ინტერესებშია, ნაცებო. არც ქართველ ხალხს აწყობს და არც საერთაშორისო საზოგადოებას... მშვიდი ცხოვრება და სწრაფი განვითარება გვინდა!" - წერს დაჩი ცაგურია.

 

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ადასტურებს, რომ ქვეყანა რეგიონში დემოკრატიული რეფორმების ლიდერია.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner