logo_geo
eng_logo
შსს-მ 150 შეკვრად დაფასოებული „ბიო“ ამოიღო
- +

13 ოქტომბერი. 2016. 12:22


 

 

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული თ.მ. თბილისში დააკავეს.



სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 150 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ამოიღეს.



გამოძიება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner