logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: პოლიციამ არჩევნების დღეს რისკის ზონები გამოავლინა, რომლებზეც მეორე ტურში ყურადღება გამახვილდება
- +

13 ოქტომბერი. 2016. 12:55


 




შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებს შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაში NDI-ს, IRI-ს, ეუთო-სა და ჰელსინკის კომიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


მხარეებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს პოლიციის მიერ უსაფრთხოების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს.


შალვა ხუციშვილმა დეტალურად ისაუბრა არჩევნების დღეს მომხდარ ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმებზე და ხაზი გაუსვა საპოლიციო ღონისძიებების პროპორციულობას.


საერთაშორისო დამკვირვებლები იმ ღონისძიებებით დაინტერესდნენ, რასაც არჩევნების მეორე ტურისთვის უსაფრთხოების მიზნით შინაგან სამინისტრო გეგმავს. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პოლიციამ არჩევნების დღეს დამატებითი რისკის ზონები გამოავლინა, რომლებზეც მეორე ტურში ყურადღება გამახვილდება.


გარდა ამისა, შალვა ხუციშვილის განმარტებით, არჩევნების მეორე ტურის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად, სამართალდამცველები პრევენციულ ღონისძიებებსაც განახორციელებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner