„როგორც იქნა, თქვენი გახარების შესაძლებლობა მომეცა", - წერს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში.
„ბოლო ერთი წელია გპირდებოდით სიურპრიზს და როგორც იქნა, თქვენი გახარების შესაძლებლობა მომეცა (იმათ საყურადღებოდ ვამბობ, ვისაც ეს ამბავი ჩემსავით უხარია) - ჩემი „მერაბ კოსტავა" ქართულ-აფხაზურად გამოიცა. შეგახსენებთ, რომ წიგნი ბიოგრაფიული ჟანრისაა და მისი პირველი გამოცემის წარდგინება 2013 წლის 13 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითთან (იქ, სადაც მერაბ დაიღუპა) გაიმართა.
დღეს მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა - ზუსტად 27 წლის წინ, 1989 წლის 13 ოქტომბერს იგი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.
27 ოქტომბერს საქართველოში აფხაზური ენის დღე აღინიშნება.
ჩემი წიგნი დაახლოებით ორი თვეა დაბეჭდილია. აფხაზური ენის ხსენების დღეს და არჩევნების ციებ-ცხელების გადავლას ველოდებოდით.
თუ ვინმე დასვამთ კითხვას - რატომ აფხაზურად, ვინ დააფინანსა წიგნის გამოცემა და გაიყიდება თუ არა? - ამდაგვარ კითხვებზე პასუხს 27-ში გავცემ", - წერს მიქიაშვილი „facebook"-გვერდზე.