პროკურატურა, კანონით დადგენილ ვადებში, ყიზილ-აჯლოში არჩევნების პროცესის ჩაშლისთვის დაკავებულ პირთათვის სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ „კვირას" მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.
როგორც „კვირას" უწყებაში განუცხადეს, პროკურატურა ექვსივე პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილ-აჯლოში 48-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიისთვის მუშაობაში ხელის შეშლისა და პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 6 პირის დააკავეს.