ისტორია - მოვლენების უსასრულო რიგია, ამიტომ რამდენადაც არ უნდა შევისწავლოთ ის, შესასწავლი მასალა ნაკლები არ ხდება. ისტორია ასევე ძალიან ბევრ საშინელ საიდუმლოს ინახავს თავისი წვრილმანებით, რომლის შესახებაც ვერასდროს გაიგებთ და მითუმეტეს, არ გამოაჩენენ ისტორიის სახელმძღვანელოებში. მოცემული ისტორიული ფოტოები ფლობენ ძალიან ძლიერ ემოციურ შინაარსს და მათი უმეტესობა გაიძულებთ, სხვა თვალით დაინახოთ ისტორია. ამ ფოტოების უმრავლესობა მეორე მსოფლიო ომის დროს არის გადაღებული.
ნაცისტური ზეიმი ბიუკებურგში. 1934 წელი
გერმანელი ბავშვები თამაშობენ ფულის დასტებით ჰიპერინფლაციის დროს, ვაიმარის რესპუბლიკის პერიოდში, 1922 წელი
ნაცისტები სიმღერით მოუწოდებენ ებრაელთა მაღაზიების ბოიკოტირებისკენ, 1933 წელი
გერმანული ესესის მებრძოლები ისვენებენ ოლიმპიურ თამაშებზე, 1936 წელი, ბერლინი
საბჭოთა კოსმონავტის ნარჩენები, რომლის ხომალდიც აფეთქდა ატმოსფეროში შესვლის დროს.
ნაცისტების ყრილობა, ნიურნბერგი,1937 წელი
ჰიტლერის პირადი დაცვა, რომელიც შემოწმებას ბერლინში გადის, 1938 წელი
ავსტრიაში სკამზე წარწერით „მხოლოდ ებრაელებისთვის" ებრაელი ზის, 1938 წელი
ესესის მებრძოლები მიუნხენში ფიცს დებენ, 1938 წელი
ნაცისტები დებენ ერთგულების ფიცს.
ატომური საწვავის გამდნარი მასა ჩერნობილის ავარიის შემდეგ.
აპლოდისმენტები და მისალმება ჰიტლერს მას შემდეგ, რაც გერმანიამ წარმატებულად განახორციელა ავსტრიის ანშლუსი 1938 წელს.
იგივე ფოტო, ფერადი და სხვა კუთხით.
მკვდარი საბჭოთა მეომრის გაყინული სხეული, რომელიც ფინელმა მეომრებმა წამოაყენეს საბჭოთა ჯარის დასაშინებლად, 1939 წელი
ორი საბჭოთა ქვეითი, რომლებიც სანგარში გაიყინენ, ფინეთი, 1940 წელი
იოსებ სტალინის დოსიე რუსეთის „ოხრანკაში", 1911 წელი.
სტალინი მაიმუნობს, ფოტო გადაიღო მისი დაცვის უფროსმა ვლასიკმა
იოსებ სტალინის ორეული ფელიქს დადაევი (მარცხნივ)
სტალინის გარემოცვაც კი ვერ ანსხვავებდა მათ.
ფელიქს დადაევი სიბერეში. სამხედრო ფორმით.
სტალინის შვილი იაკობ ჯუღაშვილი გერმანელების ტყვედ, 1941 წელი, მოგვიანებით ის მოკლეს ბანაკში.
როდესაც სტალინს შესთავაზეს, დატყვევებული იაკობი ფელდმარშალ პაულიუსში გაეცვალა, მან განაცხადა - „ფელდმარშალს უბრალო ჯარისკაცში არ ცვლიან".
იაკობ ჯუღაშვილი დაცხრილა ბანაკის დაცვამ ბრძანების შეუსრულებლობის გამო.
გერმანელი ჯარისკაცი თავის საჭმელს რუს ქალს უყოფს, 1941 წელი
ალბერტ აინშტაინი პლაჟზე.
საბჭოთა მზვერავი იცინის დასჯის დროს. ფინეთი, 1942 წელი
გასროლის მომენტი
გერმანელი სამხედროების მიერ, კიეველი ებრაელების დახვრეტა. 1942 წელი
ფიდელ კასტრო ეწევა სიგარას და უკეთია „როლექსის" ორი საათი კრემლში შეხვედრის დროს, 1963 წელი
ჰიბრალტარის პროჟექტორები, 1942 წელი
ვერმახტის მე-6 არმიის ჯარისკაცები სტალინგრადისკენ მიემართებიან, 1942 წელი
სტალინგრადში საწყობზე თავდასხმის წინ, 1942 წელი
გერმანელი ჯარისკაცი ჯილდოთი მკერდზე, სტალინგრადი, 1942 წელი
ატირებული ფრანგი ნაცისტური ოკუპაციის დროს, პარიზი, 1940 წელი
გერმანელი ჯარისკაცი სიგარეტს ცეცხლსაფრქვევიდან უკიდებს, 1940 წელი
იაპონური სპეცდანიშნულების რაზმი შანხაიში ბრძოლის დროს, 1937 წელი
უკრაინელი ასკარები და მათი მსხვერპლი ებრაელები ვარშავის გეტოში, 1943 წელი
გერმანელი სამხედრო ტყვე საბჭოთა ჯარისკაცის თანხლებით, სტალინგრადი, 1943 წელი
დგანან სიკვდილამდე. ოპერაცია „ბაგრატიონი" ბელორუსიაში, 1944 წელი
57000 გერმანელი სამხედრო ტყვე მოსკოვის ქუჩებში, 1944 წელი, ბელორუსიაში დამარცხების შემდეგ.
გერმანელი ტყვეები. 1944 წლის 17 ივლისი
გერმანელი სამხედრო ტყვეები ბანაკში, ნორმანდია(საფრანგეთი), 1944
NASA-ს მეცნიერები, 1961 წელი
სიმონა სიგუენი, საფრანგეთის წინააღმდეგობის 18 წლის მებრძოლი, 1944 წელი
სიმონა სიგუენის უიშვიათესი ფერადი ფოტო
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დანგრეული დრეზდენი
გებელსი ულოცავს ახალწვეულს II ხარისხის რკინის ჯვრის მიღებას, ბერლინი, 1945 წელი
ციხის დაცვა სატვირთო ავტომობილზე ტვირთავს გვამებს ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში. 1945 წელი. გათავისუფლების შემდეგ გვამები გადასვენებულ იქნა ძმათა სასაფლაოზე.
გერმანელი სამხედრო ტყვეების რეაქცია, როდესაც მათ მესამე რაიხის მიერ ჩადენილი საშინელებები აჩვენეს, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკებში ხდებოდა, 1945 წელი.
ფოტო თეატრიდან.
„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს დასრულდა":
მოკავშირეების ჯარისკაცები ჰიტლერს დასცინიან, აკეთებენ მისი რაიხსკანცელარიის აივანზე გამოსვლის პაროდიას, 1945 წელი
წყარო: paparazzi.com