logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: თქვენ, მართლა, ხომ არ გაჟრიალებთ?!
- +

13 ოქტომბერი. 2016. 16:45


 


 

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„ლოცვასა და ზიარებაში არაფერია სათაკილო. ზოგიერთი „პრადვინუტი" ასე რომ აიდეალებს, იმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები კრიტიკულ ვითარებებში საჯაროდ ავედრებდნენ ღმერთს საკუთარ ხალხსა და ქვეყანას. ქართველი მეფეები რომ გავიხსენო, ჯვარზე მაცვამენ, - თავი თამარ მეფეს შეადარაო. თან, რაღაცა ახალ ფობიაში გამხვევენ. ყველა დიდი ბრძოლის წინ ლოცვა იყო, მარხვა და ზიარება! კატასტროფაა, რაც გვჭირს. თითოეული ჩვენგანი ქრისტიანულად რომ ცხოვრობდეს (რასაც მე, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ), ამდენი შური და ღვარძლი კი ვერ მოგვერეოდა. ვიცეკვე - რატომ იცეკვაო. ვიმღერე - რატომ მღერისო. ვილოცე - დავცინოთო. ისე, შავი ქამარიც მაქვს კარატეში, თუ ვინმეს აინტერესებს. თხილამურებზეც მაგრად ვსრიალებ და გიტარასაც ვაჩხაკუნებ. არ გაახურეს საქმე?! თქვენ, მართლა, ხომ არ გაჟრიალებთ?!" - წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner