logo_geo
eng_logo
ტაილანდის მეფე გარდაიცვალა
- +

13 ოქტომბერი. 2016. 17:12


 



ტაილანდის მეფე პუმიპონ ადულიადეტი ბანგკოგში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეფის გარდაცვალებაზე ინფორმაციას მისი ქვეშევრდომები ტირილითა და გოდებით შეხვდნენ. ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ტელემიმართვაში მოუწოდა თანამოქალაქეებს, ერთი თვის განმავლობაში თავი შეიკავონ გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისგან.


მეფე პუმიპონი ტაილანდს მართავდა 70 წელი, უფრო დიდხანს, ვიდრე ახლა არსებული ნებისმიერი მონარქი და ყველა წინამორბედზე მეტი. მისი მმართველობისას ტაილანდში შეიცვალა 20 პრემიერ-მინისტრი, მიღებულ იქნა 18 კონსტიტუცია და მოხდა 19 სახელმწიფო გადატრიალება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner