logo_geo
eng_logo
გიორგი კვერენჩხილაძემ პლენუმის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა დააყენა
- +

13 ოქტომბერი. 2016. 17:44



პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნულმა გიორგი კვერენჩხილაძემ პლენუმის განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პლენუმს სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, ასევე გიორგი მარგველაშვილის მიერ დანიშნული ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა შესთავაზა.



საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად დავაყენე ირინა იმერლიშვილოს კანდიდატურა", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.



მან არ დააკონკრეტა, კიდევ ვინ უჭერს ირინა იმერლიშვილის კანდიდატურას მხარს. ასევე არ ისაუბრა, კიდევ ვინ დასახელდნენ თავმჯდომარეობის კანდიდატებად.


 

სხვის ნაცვლად მე ვერ გეტყვით, ყველა მოსამართლე თავის პოზიციას თავად მოგახსენებთ", - აღნიშნა გიორგი კვერენჩხილაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner