logo_geo
eng_logo
მამა სერაფიმე: ყველა გალობა, რაც ქანდის ტაძარში არამეულად აღევლინება, ჩემი შექმნილია
- +

13 ოქტომბერი. 2016. 17:51



სოფელი ქანდა დედამიწაზე ერთადერთი ადგილია, სადაც აქაური ასურელები უფლისადმი წირვა-ლოცვას დღემდე ქრისტეს ენაზე აღავლენენ. ასირიელი მამა სერაფიმე კი ის ერთადერთი სასულიერო პირია, რომლის არამეულმა გალობამ რომის პაპს ცრემლი მოჰგვარა. როგორც მამა სერაფიმე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბარში ამბობს, მას მუსიკალური განათლება არ მიუღია.


ჩემი ერისკაცობის სახელია იხტიანდრ ბით-ხარიბი. ჩემი სახელი ადამიან-თევზს ნიშნავს, თევზი კი ყოველთვის ქრისტიანობის სიმბოლო გახლდათ. როცა ქრისტეს მოციქულებს დევნიდნენ, მათ სახლებზე სწორედ თევზს გამოსახავდნენ.

 

წარმოშობით ასურელი ვარ, არანაირი მუსიკალური განათლება არ მიმიღია და ნოტებიც კი არ ვიცი, მაგრამ ყველა მართლმადიდებლური გალობა, რაც ქანდის 13 ასურელი მამის სახელობის ტაძარში არამეულად აღევლინება, ჩემი შექმნილია. სირიაში ერთადერთი ასურული ქალაქი მაალულა იყო, სადაც არაბიც კი ამ ენაზე ლაპარაკობდა. მადლობა ღმერთს,  რომ საქართველოში მცხოვრებ 2000-ზე მეტ ასურელს ენა შენარჩუნებული აქვს.  ჩემი სამშობლო საქართველოა, თბილისში დავიბადე, დედით ქართველი ვარ. ვცხოვრობდი ციმბირშიც და უკრაინაშიც, მაგრამ აქაურობის გარეშე ვერ გავძელი. ისე, უცნაურია, მაგრამ ფაქტია: აქაური ასირიელების უმეტესობას დედა ქართველი ჰყავს.

 

 

ქართველი გენეტიკურად ლაღია, რადგან მთლიანად ღმერთზეა მინდობილი, და ამავე დროს დარდიანია, რადგანაც საკუთარი ქვეყნის ბედს განიცდის. ქართული უძველესი გალობა წმინდა მამებმა შექმნეს და მას ვერაფერი შეედრება. ჩვენ კი ამ გალობას დღეს ვქმნით და ამიტომ ახლოსაც ვერ მივალთ ქართულთან, მაგრამ ასურელები ქრისტეს სისხლიანი გზის 2000-წლიან დარდს დავატარებთ და ძალიან მინდა, არამეულ გალობაში ეს ტკივილი ისმოდეს. შემიძლია, დილის 4 საათზე საძმო გავაღვიძო - არიქა, ბანი მჭირდება, სანამ ბგერა არ გამექცა-მეთქი. იმ დროს მუსიკა გონებაშია და ბევრჯერ ვიმეორებ, რომ არ დამავიწყდეს", - ბრძანა მამა სერაფიმემ.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner