„ძველი რეჟიმის 100-ზე მეტი წარმომადგენელია პასუხისგებაში მიცემული! უკრაინა რომ სააკაშვილსა და ადეიშვილს არ გადმოსცემს საქართველოს, მოქალაქეობა და პრესტიჟული სამსახურები რომ მისცა - ესეც ჩვენი ხელისუფლების ბრალი ხომ არ არის?",- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ „ასავალ-დასავალთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უკრაინა საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა და ეს თანამშრომლობაც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია!"
„სააკაშვილის გამო მთელ მსოფლიოს ვერ გადავიკიდებთ! ვერ დავუპირისპირდებით აშშ-ს და ევროკავშირს, რადგან ჩვენი სტრატეგიული ინტერესი იმაში მდგომარეობს, ქვეყანა სათანადოდ იყოს წარმოდგენილი დასავლეთში. ეს ბეწვის ხიდზე სიარულს ჰგავს. უკრაინა საქართველოს პარტნიორი ქვეყანაა და ეს თანამშრომლობაც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია! მესმის საზოგადოების უკმაყოფილება, სააკაშვილსა და ადეიშვილს ციხეში რომ არ ხედავს, მაგრამ არც იმის გამო გვეუბნებიან სრულფასოვან მადლობას, მერაბიშვილი და უგულავა რომ სხედან გისოსებს მიღმა!"- განაცახადა კობახიძემ.