logo_geo
eng_logo
კითხვები, რომლებსაც „გორგიას“ მფლობელმა გორგოშაძემ პასუხი უნდა გასცეს!
- +

16 მარტი. 2016. 17:45



მასალა გამოქვეყნებულია 2014 წელს



ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სამშენებლო და სარემონტო კომპანია „გორგიას" მფლობელს გია გორგოშაძეს კითხვებს საჯაროდ უგზავნის. როგორც ჟურნალისტი წერს, „გორგიას" მფლობელი მედიას თავს არიდებს, კითხვები კი პასუხგაუცემელი რჩება.


გორგოშაძემ ვერ გარისკა და არ შემხვდა, მე კი იძულებული ვარ, პასუხგაუცემელი და თავარიდებული (ასე ვთქვათ) კითხვები აქვე ჩამოვწერო:

 1. როგორც ვიცი, ფართი გაქვთ ნაქირავები მაუდისაგან" (ბადრი პატარკაციშვილის ყოფილი საკუთრება), გაფორმებული გაქვთ სასაწყობე ხელშეკრულება და იხდით 4 დოლარს, ეს იმ დროს, როცა სინამდვილეში ამ ფართში საწყობი კი არა, მაღაზიებია გაკეთებული? რატომ არ შეცვალეთ ხელშეკრულება? იმიტომ ხომ არა, რომ სულ ცოტა კვადრატში 20 დოლარი გექნებოდათ გადასახდელი?

2. როგორ ეიძინეთ ხელვააურში დაახლოებით 15 მილიონად შეფასებული დეესკას სამშენებლო კომბინატი მილიონ ნახევრად? როგორ შეიძინეთ 800 ათასად საკონსერვო ქარხანა, რომელიც შარშან 11 მილიონ დოლარადაც კი არ გაყიდეთ - მეტი ღირსო?

3. თქვენ თუ იცით, რომ მსგავს გარიგებას კანონით ჰქვია ამორალური გარიგება და დასჯადია? დასჯას თავი დავანებოთ, მსგავსი გარიგება კანონით დადასტურების შემთხვევაში ბათილად იქნება ცნობილი და არ გეშინიათ, ქონება დაკარგოთ?

4. მამათქვენის, რეზო გორგოშაძის სახელზე ირიცხება ბათუმში, ხელვაჩაურში, თბილისში და ა.შ. ამ ქონების დეტალური ჩამოთვლა (ამონაწერმა 19 ფურცელი შეადგინა) შორს წაგვიყვანს, არა ერთი სახლი და მიწის ნაკვეთი. მაინტერესებს, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კიბის სკოლის მასწავლებელმა, უკვე პენსიონერმა, როგორ მოახერხა ბიზნესის დაწყება და მილიონიანი ქონების დაგროვება რამდენიმე წელში?

5. თქვენი ყოფილი მეუღლის, ნინო დარსალიას, სახელზე ირიცხებოდა დიღომში მიწის ნაკვეთი 1100 კვ.მ; იქვე მიწის ნაკვეთი 767 კვ.მ; ბათუმში ორი მიწის ნაკვეთი. როგორ მოხდა, რომ ეს ქონება თქვენ გადმოგიფორმათ? დარსალია აცხადებს, რომ ნებით არ მოუცია თქვენთვის ქონება.

6. თქვენი სიძე ემზარ თურმანიძე საჯარო რეესტრის მონაცემებით, არის 5-მილიონიანი ქონების მეპატრონე. საინტერესოა, ამ ქონების პატრონი რატომ მუშაობს თქვენს მძღოლად? საჭესთან სხვა როცა ზის, შიში გაქვთ თუ რა ხდება? ცოტა უცნაური არაა, მილიონერი კაცი შოფერი იყოს? მითუმეტეს, ეს ჰობი არაა მისთვის, ხელფასი როცა უგვიანდება, წუწუნებსო, ასე ამბობენ.

7. არცთუ ისე ცოტა ქონების მფლობელია თქვენი დაც და არ გეშინიათ, ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს მოცემული რეალობა, მითუმეტეს ფინანსური იძიებს საქმეს და ცრუ მაგიერ პირებად დაასახელონ თქვენი ახლობლები?

8. დირექტორთა საბჭოს არც ერთ წევრს არ მიუღია მოგების 2%. როგორ მოახერხეთ 10 ადამინის ასე კარგად და ლამაზად გადაგდება? თუ მათ აქვთ პირიქით თქვენი ვალი?" - წერს ჟურნალისტი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner