საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და მხატვართა კავშირის ორგანიზებით, განხორციელდა პროექტი „მხატვრის თვალით დანახული საქართველო".
14 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თბილისის სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმში მოეწყობა აღნიშნულ პროექტში მონაწილე თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა.
„მხატვრის თვალით დანახული საქართველო" - პროექტში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა მხატვარმა, რომლებმაც იმოგზაურეს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში - ახმეტა-პანკისი, ახალციხე-რაბათი, ქობულეთი-ხულო. თბილისიდან ჩასული მხატვრები შეხვდნენ ადგილობრივ კოლეგებს. ღია ცის ქვეშ მოეწყო ერთობლივი გამოფენები; მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის ჩატარდა მასტერკლასები; პროექტის ფარგლებში, 100-ზე მეტი ნამუშევარი შეიქმნა.
აღნიშნული ნამუშევრები სამხატვრო აკადემიის გობელენის მუზეუმში 22 ოქტომბრამდე იქნება წარმოდგენილი. გამოფენა თბილისობის დღესასწაულს ეძღვნება.