logo_geo
eng_logo
შალვა ხუციშვილი: ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე კანონის ფარგლებში მოხდა
- +

13 ოქტომბერი. 2016. 18:52



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკავება მოხდა კანონის ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. მისი თქმით, ეს პირები არიან იდენტიფიცრებულები დანაშაულთან და ამის შესახებ არსებობს უტყუარი ინფორმაციები.



ამ ხალხის დაკავება მოხდა კანონის ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. არსებობს სატელეფონო გასაუბრების ოქმები, რომ იზოლატორში გადაყვანის შემდეგ კანონის შესაბამისად, ოთხსაათიან ვადაში ყველა ოჯახი გააფრთხილეს ამ პირების დაკავებისა და ადგილსამყოფელის შესახებ და ჩვენ ეს სატელეფონო საუბრები შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ. ეს პირები არიან იდენტიფიცრებულები დანაშაულთან და ამის შესახებ არსებობს უტყუარი ინფორმაციები. გარდა ამისა, ერთ-ერთმა პირმა პოლიციას დაკავებისას გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა. ადგილი ჰქონდა თავდასხმას პოლიციელებზე. ასევე იყო სხვა ტიპის წინააღმდეგობებიც", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე 6 პირი დააკავეს.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner