გაერო-მ გენერალური მდივნის პოსტზე ანტონიო გუტიერეში აირჩია. 66 წლის გუტიერეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა კომისარიატს 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მანამდე კი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.
ანტონიო გიურეში გენერალური მდივნის რანგში მუშაობას 2017 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება.
2007 წლიდან დღემდე, გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას სამხრეთ კორეელი დიპლომატი, პან გი მუნი იკავებდა, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება.