ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზნებია ასოციაციის საქველმოქმედო აქციების საშუალებით ვეტერანთა სოციალური, მატერიალური და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, კონკრეტულად კი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანების ეტლებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა. სამომავლოდ თანამშრომლობის ფარგლებში, საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით ერთობლივი პრეზენტაციები და საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება.