„არაც არასდროს ვუმღერებ მათ და იმედია, არც დაბრუნდებიან ხელისუფლებაში", - ამის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრისას ჟურნალ „სარკეს" მომღერალმა სოფო ბედიამ განუცხადა.
მისი თქმით, ეს იყო ხელისუფლება, რომელიც მოქალაქეებზე ძალადობდა. მომღერალმა ასევე ისაუბრა, ე.წ. „დაბლოკილ მომღერლებზე" და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების დროს ის და მისი ძმა, ბორის ბედიაც დაბლოკილები იყვნენ.
„არ ვიცი, რა კრიტერიუმებით გვბლოკავდნენ. ცოცხალი შესრულება, ვიზუალი ხელს გვიწყობდა, რომ სცენაზე ვმდგარიყავით, მაგრამ რატომღაც არ გვეპატიჟებოდნენ. მათი პოლიტიკა ბევრ ჩემს ახლობელს შეეხო.
მათ კონცერტებს თავს ვარიდებდი. ერთადერთხელ იყო, რომ განმუხურში დაგვპატიჟეს კონცერტზე და რა თქმა უნდა, უარი განვაცხადე. არ მინდოდა, ვყოფილიყავი ისეთი ადამიანების გვერდით, რომლებიც ხალხზე ძალადობდნენ", - განაცხადა სოფო ბედიამ.