logo_geo
eng_logo
ლეკა მენაბდიშვილი: პოლიტიკის გამო არ ღირს ადამიანური ურთიერთობების გაუფასურება...
- +

13 ოქტომბერი. 2016. 22:11



„ქართული ოცნების" მხარდამჭერი, სოციალური ქსელის მომხმარებელი ლეკა მენაბდიშვილი facebook_ზე შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:


„იმ დროიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ანუ 2011 წლიდან დღემდე, 5 წელი გავიდა... იმ წუთიდანვე გადავწყვიტე, რომ უნდა ვყოფილიყავი იმ კაცის გვერდით... სად ვიყავი მანამდე? ვიყავი, ოღონდ ჩემთვის ვხმაურობდი, რეალურად არ არსებობდა სხვა ძალა, რომელიც „ნაციონალებს" დაამარცხებდა და რომელ პარტიაშიც მომინდებოდა ყოფნა...

 

20 წლის ვიყავი, რომ ჩავერთე „პოლიტკურ ამბებში"... მაშინ მეგონა, რომ ყველას ის მიზანი ჰქონდა, რაც ბიძინას და ვენდობოდი ადამიანებს, თუმცა ბევრმა გამიცრუა იმედი და ბევრი სიბინძურეც ვნახე, მაგრამ არაფერს ვნანობ, ყველაფერი რაც მოხდა საჭირო იყო. ვისწავლე, გამოვცადე და გავიზარდე. მართალია ნდობით ისევ ვენდობი ადამიანებს, მაგრამ ამჯერად „ვამოწმებ" - ცუდია, მაგრამ ეს ხომ პოლიტიკაა.

 

ვისწავლე ცუდი რამ, რომ ადამიანს შეუძლია ზურგიდან მოპარვა და დანის ჩარტყმა, ამან თავდაცვის ინსტიქტი გამომიმუშავა. თუმცა რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ის ვიცი, რომ ადამიანობას ხაზს არ გადავუსმევ არაფრის გამო, არ ვუღალატებ არაფრის გამო, პრინციპები დარჩება პრინციპებად და რამდენიმე მეგობარი, რომლებიც იმ პერიოდში შევიძინე, დარჩებიან ჩემს მეგობრებად!!!

 

ვისწავლე ის რომ, არასოდეს, არასოდეს არაფრის და მითუმეტეს პოლიტიკის გამო არ ღირს ადამიანური ურთიერთობების გაუფასურება... ბოლოს ყველა მიდის და ვრჩებით ჩვენს წარსულთან მარტო, ის წარსული კიდევ ისეთი არ უნდა იყოს, რომ სინდისმა შეგვაწუხოს", - წერს მენაბდიშვილი.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner