ცალკეული პოლიტიკური პარტიების ლიდერების მიერ პირდაპირი თუ არაპირდაპირი მოწოდებები მეორე ტურში „ნაციონალებისთვის" ხმის მიცემასთან დაკავშირებით სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომად აფასებს პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე.
„ეს ყოველივე გაბრაზებულ გულზე სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილების შთაბეჭდილებას ტოვებს, რასაც ამომრჩეველი ცუდად დაიმახსოვრებს.
მათგან იმის მტკიცება, რომ „ნაციონალებისთვის" საკონსტიტუციო ცვლილებების გასაღების მიცემა დემოკრატიას გააძლიერებს, უცნაურიც არის და უხერხულიც.
მითუმეტეს, რომ ძალიან საეჭვოა, ამ პარტიების ამომრჩეველებმა ლიდერებს დაუჯერონ და საკუთარი მორალის წინააღმდეგ მისცენ ხმა.
არადა, თითქოს გამოცდილება არ აკლიათ და, მაინც, ერთ შეცდომას მეორეს უმატებენ!", - წერს მაღლაფერიძე.