„დიდ პატივს ვცემ ბატონ რეზო ამაშუკელს. ის გამოჩენილი ქართველი პოეტია, ბრწყინვალე ლექსების ავტორი, მაგრამ ირაკლი კობახიძესთან მიმართებაში ის შეცდომაშია შეყვანილი", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დეპუტატი სოსო მანჯავიძე „ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივანთან ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებით წერს.
მისი შეფასებით, კობახიძე კვალიფიციური სამართალმცოდნეა.
„კობახიძის სიმშვიდე არაა მისი სისუსტე. პირიქით, მას ახასიათებს ჩვენი რეალობისთვის მეტად იშვიათი თვისება- არგუმენტირებულად და მეთოდურად, ცოდნაზე დაყრდნობით ებრძოლოს ოპონენტებს, არ გამოვიდეს მწყობრიდან, რაც მის შინაგან ძალაზე მიუთითებს და არა სისუსტეზე.
ასეთად გავიცანი ის, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო უფლებამოსილების შეწყვეტას ვითხოვდით 2012 წლის დეკემბერში. ასეთივეს ვხედავ დღესაც", - წერს მანჯავიძე.