logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: დამატებით არცერთი „ნაციონალი“ პარლამენტში აღარ უნდა მოხვდეს
- +

13 ოქტომბერი. 2016. 23:09


 


არ მესმის იმ პოლიტიკური ლიდერების, რომლებიც ამომრჩეველს დარაზმვისკენ მოუწოდებენ, რათა „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიიღოს, -  ამის შესახებ მაჟორიტარობის ყოფილმა კანდიდატმა, ლალი მოროშკინამ გადაცემა 2030-ში განაცხადა.


თუ ქვეყანაში არსებობს ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" მეხოტბეა, არ ვიცი, საერთოდ რაზე შეიძლება ვილაპარაკოთ და როგორ შეიძლება, ასეთ დროს „ნაციონალური მოძრაობის" 27 %-თუნდაც ნახევარი პროცენტი მოემატოს?! „ქართულ ოცნებას" ხშირად ვუწევ ოპონირებას, მაგრამ როგორც საქართველოს მოქალაქე ვთვლი, რომ ის უზარმაზარი პროცენტი, რომელიც არ ვიცი, „ნაციონალურმა მოძრაობამ" როგორ მიიღო, არაფრით არ უნდა გაბევრდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გარდა იმ 27 %-ისა, დამატებით, არცერთი ნაციონალი პარლამენტში აღარ მოხვდეს.  ამიტომ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და მხარი „ქართული ოცნების" კანდიდატებს დავუჭიროთ", - განაცხადა მოროშკინამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner