„ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობა" სპეცრაზმის დახმარებით იპარავდა საარჩევნო ყუთებს და ახლა, როგორც ცდილობს "ქართული ოცნება" დაიცვას ის საარჩევნო ყუთები თავდასხმებისგან", - განაცხადა „ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში:
კობერიძე დარწმუნებულია, რომ არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს.
„ყველაფერი ნათელია. არჩევნების პირველი ტური დასრულდა "ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვებით. ასე იქნება მეორე ტურშიც. ის ძალა, რომელზეც ვაფრთხილებდით მოსახლეობას, რომ დაგეგმილი ჰქონდა სხვადასხვა ტიპის პროვოკაციები, რამდენიმე შემთხვევაში მოახერხეს და გამოავლინეს თავისი ზნე, თუნდაც, მარნეულში მომხდარი ფაქტი, თუმცა, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, ვინ არიან დამნაშავეები. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა" თავის მომხრეებს აიძულებს მოიქცნენ ტერორისტებივით. ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობა" სპეცრაზმის დახმარებით იპარავდა საარჩევნო ყუთებს და ახლა, როგორც ცდილობს „ქართული ოცნება" დაიცვას ის საარჩევნო ყუთები თავდასხმებისგან, იმ ადამიანებისგან, რომლებიც კანონს არღვევენ", - განაცხადა კობერიძემ.