ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა დიმიტრი პალპატინმა ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მოადგილე ალექსანდრ ბოროვიკი სხდომათა დარბაზიდან ხელში აყვანილი გაიყვანა. ბოროვიკმა ოდესის მერის არჩევნების გაყალბებაში რეგიონული მთავრობა დაადანაშაულა. ამ დროს კი ბოროვიკთან მისი კოლეგა ყვავილების თაიგულით მივიდა, ხელში აიყვანა და დერეფანში გაიყვანა.
ალექსანდრ ბოროვიკი 2015 წლის ოქტომბრის თვეში, ოდესის მერის არჩევნებში გენადი ტრუხანოვთან დამარცხდა. სააკაშვილი და მისი თანაგუნდელი ალექსანდრ ბოროვიკი არჩევნებს დღემდე გაყალბებულად მიიჩნევენ.