logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ხიბლში ვერ ჩაგვაგდებს
- +

14 ოქტომბერი. 2016. 01:13


 


ოპონენტების განცხადებები, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ქვეყანას ხიფათს შეუქმნის ან მმართველ ძალას ხიბლს გაუჩენს, აბსოლუტურად არაარგუმენტირებულია, - ამის შესახებ გლდანი-მუხიანის მაჟოროტარობის კანდიდატმა, კობა კობალაძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა.


ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი თუ კანდიდატი სწორადაა შერჩეული. ისინი სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და მათ ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა და ვალდებულება აქვთ. ქვეყანას სწრაფი, რეალური განვითარება და სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა სჭირდება, რასაც თითოეული ჩვენთაგანი აცნობიერებს და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ხიბლში ვერ ჩაგვაგდებს, ეს ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის არის საჭირო", - განაცხადა კობალაძემ.


მისი თქმით, საარჩევნო პერიოდში ტემპერატურა ძალიან მაღლა იყო აწეული და ადგილი ჰქონდა გარკვეულ ინციდენტებს, მაგრამ სახელმწიფო სტრუქტურები ჩადენილი დანაშაულების მიმართ ადეკვატურია.


უწყებების რეაგირება იქნება პრევენცია იმისა, რომ პროვოკაციების მოწყობაზე არავინ იფიქროს.  დღეს არსებული სიტუაცია გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არჩევნების მეორე ტური საკმაოდ მშვიდ და ნორმალურ და გარემოში ჩატარდება", - განაცხადა კობა კობალაძემ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner