logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: სერიოზულ კონკურენტებს სამჯერ და ოთხჯერ გავუსწარი
- +

14 ოქტომბერი. 2016. 01:17


 


მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც 8 ოქტომბერი მოიტანეს და რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს, რომ „ქართულ ოცნებას" გაემარჯვა", - განაცხადა საბურთალოს მაჟოროტარობის კანდიდატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემა 2030-ში.


მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" მაღალი შედეგი დადო, რადგან ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა „ქართულ ოცნებას" მისცა.


ჩემი ოლქი ძალიან რთული და კონკურენტული იყო, რადგან იქ კენჭს სერიოზული ადამიანები იყრიდნენ. მაგალითად - მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე და ასევე, სხვა პარტიების წარმომადგენლები. შესაბამისად, ძალიან დიდი წარმატებაა, როცა მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურენტს სამჯერ და ოთხჯერ გაუსწრებ. დარწმუნებული ვარ, მეორე ტური უფრო დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდება, რადგან ამჯერად მონაწილეობას მივიღებთ არა მაჟორიტარობის 14 კანდიდატი, არამედ - მე და მეორე ადგილზე გასული კანდიდატი, რომელსაც 30%-ით ვუსწრებ", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. 


მისი თქმით, ოპოზიციის ლიდერთა მოწოდებები, რომ ამომრჩეველმა  „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საშუალება არ მისცეს, მხოლოდ ამ პარტიებს დააზარალებს და არა „ქართულ ოცნებას".


ოპოზიციის ლიდერებს შეუძლიათ, ამომრჩეველს მოუწოდონ, რომ მათ  „ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების საშუალება არ მისცენ. ეს მათი უფლებაა, მაგრამ ასეთი პოზიციების გამო, მათ არჩევნებზე ძალიან დაბალი შედეგი მიიღეს. მათი მოწოდებები მათვე დააზარალებს და არა „ქართულ ოცნებას", რადგან ეს კიდევ უფრო წარმოაჩენს იმას, თუ რას წარმოადგენენ. ქართველ ამომრჩეველს თავისი გადაწყვეტილება მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული. წინ გვაქვს მეორე ტური და ჩვენ გამარჯვებისთვის ვემზადებით. ყველა შეეგუება იმ რეალობას, რომელიც მეორე ტურში დადგება, რადგან ეს ქართველი ამომრჩევლის პოზიცია იქნება და არა პოლიტიკოსების სურვილი", -  განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner