logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: „ენჯეოშნიკური“ დამოკიდებულება, რომ ძალაუფლება რყვნის, არის ტყუილი!
- +

14 ოქტომბერი. 2016. 01:19


 


ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილ არჩევნებში მაღალი აქტივობისთვის მადლობას უხდის.


ერთი თვე ან საკმარისი არ იყო, ან მე უნდა მქონოდა მეტი აქტივობა და მეტი უნდა მემუშავა, რომ კონკურენტები პირველივე ტურში დამემარცხებინა. ამიტომ, რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანიას არ შევწყვეტ. პირიქით, უფრო აქტიურ ფაზაში შევალ. შესაძლოა, დარჩა ადგილი, სადაც მე არ მივსულვარ. ახლა ყველგან მივალ და იმედი მაქვს, ამომრჩეველი მეორე ტურშიც იგივე შემართებით გამოცხადდება, როგორც ეს პირველ ტურში გააკეთა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


მისი თქმით, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" არჩევნებზე მიიღო, დამაკმაყოფილებელია.


საერთოდ, დემოკრატიულ გარემოში დიდია ალბათობა, მმართველობის 4 წლის შემდეგ ერთი პარტია მეორემ ჩაანაცვლოს. გარდა ამისა,  რეალობის გასაყალბებლად, „რუსთავი 2"-მა ხელისუფლების წინააღმდეგ, ძალიან არასწორი მექანიზმებით,  მიზანმიმართულად იმუშავა. შესაბამისად, შედეგი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" მიიღო, დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ისნის მაჟოროტარობის კანდიდატმა.


როგორც მან აღნიშნა, არის რიგი საკითხები, რომელთა გადაწყვეტას  კონსტიტუციური უმრავლესობა სჭირდება. კონსტიტუციაში უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო მოცემულობაა, რომელთა შეცვლის შემთხვევაში, კონტროლისა და ბალანსის მექანიზმები უფრო კარგად ამუშავდება. 


ქართულმა ოცნებამ" დიდი ხანია დაამტკიცა, რომ ძალაუფლების უზურპაციისკენ და ხელისუფლების ბოროტად გამოყენებისკენ მიდრეკილი არ არის. „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს, ხელისუფლების ზეცენტრალიზაცია მიმდინარეობდა და პირველი ძალა, რომელმაც დეცენტრალიზაციისკენ სერიოზული ნაბიჯები გადადგა, სწორედ „ქართული ოცნებაა". „ქართული ოცნების" განწყობებსაც რომ თავი დავანებოთ, ინსტიტუციური ბარიერები, რომელიც 4 წლის განმავლობაში შეიქმნა, ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობის არასწორად გამოყენების უფლებას არ მისცემს. ასე რომ, თუ „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას" მიიღებს, ძალაუფლების უზურპაციის საფრთხე ნამდვილად არ არსებობს და „ენჯეოშნიკური" დამოკიდებულება, რომ ძალაუფლება აუცილებლად რყვნის, არის ტყუილი", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner