logo_geo
eng_logo
ნინო კობახიძე: მადლობა ყველას, სოლიდარობის ფონდის დაფუძნებისთვის
- +

14 ოქტომბერი. 2016. 01:57


 

 


მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში სოლიდარობის ფონდის შემაჯამებელ ანგარიშთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:


დღეს სოლიდარობის ფონდის პერიოდული ანგარიში მივიღეთ, ყველა მიიღებდა, ვინც რიცხავს ფონდში თანხას, დაახლოებით 45 ათასი საჯარო მოხელე.

მოკლე შეჯამება ფონდის საქმიანობის ასეთია;

საერთო ჯამში, 2016 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, ჩვენ ერთად შევძელით 8 165 216 ლარის მობილიზება.

უკვე მობილიზებული და სამომავლო პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით ჩვენ სიმსივნით დაავადებული 305 ბავშვისა და ახალგაზრდისთვის მკურნალობის და დიაგნოსტიკის დაფინანსება დავამტკიცეთ

• 128 ბავშვისა და ახალგაზრდის სამედიცინო მომსახურება საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 177 შემთხვევაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დამტკიცდა როგორც საქართველოში, ასევე გერმანიის, ავსტრიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში.

თანხის მოცულობა, რომ იზრდება მახარებს, სოლიდარულები გავხდით და გვჯერა, ერთმანეთის გვერდზე დგომით უფრო მეტს შევძლებთ, მაგრამ ბავშვების რაოდენობის ზრდა ძალიან მადარდებს და პრევენციულ ღონისძიებებზე იფიქრებს ფონდი აუცილებლად.

მადლობა ყველას ამ ფონდის დაფუძნებისთვის და ამ ფონდში შემოტანილი თანხებისთვის #სიკეთეგადამდებია", - წერს კობახიძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner