logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ჩვენი ოპონენტების გამოძახილი არაარგუმენტირებულია!
- +

14 ოქტომბერი. 2016. 03:29


 


„ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე პოლიტიკური ოპონენტენტების კრიტიკას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საფრთხეს შექმნის ქვეყნის მართვას, არაარგუმენტირებულს უწოდებს.


„არჩევნებმა თვალნათლივ დაგვანახა, რომ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება არა ფასადური, არამედ რეალურია. დემოკრატიული ღირებულებები არის რეალური და სახელმწიფო არის ორიენტირებული თავის მოქალაქეებზე, სახელმწიფო სიძლიერეზე და სახელმწიფოებრივი ინტერესისი ბოლომდე გატანაზე.

 

აქედან გამომდინარე, არაარგუმენტირებულია ჩვენი ოპონენტების გამოძახილი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ხიფათს შეუქმნის ქვეყნის წყობას", - განაცხადა კობალაძემ 2030-ის ეთერში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner